logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალები“ საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახერხებენ
- +

3 ოქტომბერი. 2016. 12:28


 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის სიყალბე და „ნაციონალური მოძრაობა" თავად წარმოაჩენს საკუთარ სახეს, იმას, რაც რეალურად არიან.

 

 

„მე მგონი, საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახერხებენ უკვე ბოლომდე, რაც ჩვენი ამომრჩევლისთვის ძალიან კარგია, გაუიოლდებათ არჩევანის გაკეთება. ამავდროულად, თუ გავიხსენებთ, რომ კადაფიზაციით და რევოლუციით გვემუქრებიან, რისი რესურსიც მათ არ აქვთ - საბოლოო ჯამში თვითონვე ახერხებენ საკუთარი თავის მარგინალიზაციას. ბოლო კვირაში შეიძლება პრინციპულად შეიცვალოს სიტუაცია ხმების მიხედვით მათთან დამოკიდებულებაში. „ნაციონალური მოძრაობა" ვეღარ მალავს საკუთარ თავს და თვითონვე ახერხებს საკუთარი თავის რეალურად ჩვენებას და რეალობა კი ასეთია, რომ ის უარყოფითი ძალაა და მთელი ცხოვრება, 9 წლის განმავლობაში ატყუებდნენ საკუთარ საზოგადოებას, სიცრუეზე იყო აგებული, ვირტუალურ სამყაროში ცდილობდნენ ეცხოვრებინათ და ასეთი ჯგუფი იყოფდა ყველაფერს. როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი საზოგადოება, ასე რომ მოექცე, ასეთი კითხვა მაქვს მე და ისევ იმ ამომრჩეველთან, ვინც შემორჩა „ნაციონალურ მოძრაობას". ამას დიდი ანალიზი არ უნდა, შეუძლიათ, აიღონ ჩემი ნათქვამი, ძალიან მარტივია, იქ არანაირი გადაცდომა არ არის, შეუძლიათ, ნახონ, „რუსთავი 2" ამას როგორ ამახინჯებს, 30% როგორ შემოაქვს და რაც მთავარია, მათი გაქცეული ლიდერიდან დაწყებული აქაური ლიდერების ჩათვლით, სასწრაფოდ ახმოვანებენ, რომ ივანიშვილი თავად აღიარებს „ნაციონალური მოძრაობის" 30%-იან რეიტინგს. სამი დღის განმავლობაში მისვამდნენ კითხვებს - რა უნდათ, ამას რატომ ამბობენ, რაში სჭირდებათო. „ნაციონალებს" ტყუილი რაში სჭირდებათ, რა კითხვაა-მეთქი  და აი, თურმე, რაში სჭირდებათ, ამ შედეგების გამართლება უნდოდათ, იმ 26%-ის, რომელიც მოიტყუეს. მარტივი და პრიმიტიული სიცრუით უნდოდათ რთული სიცრუის გამართლება, მაგრამ ახლა ესეც ნახონ, მაგათ კვლევებს რა დაეჯერება და წარმოიდგინეთ, ეგზიტპოლებს „რუსთავი 2" რომ ჩაატარებს. „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს რესურსი. მათ გააცნობიერეს, რომ საზოგადოება ისეთი სულელი არ არის, როგორიც მათ ეგონათ და ესღა დარჩათ, თვითონვე აკეთებენ საკუთარ თავს. როცა აღარ გაქვს თამაში, უნდა გაჩერდე, მაგრამ გაჩერება მათ არ შეუძლიათ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner