„ახვლედიანისთვის გვარამია ისევ მთავარი პროკურორის მოადილეა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსხველი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ წერს.
„მოუსმინეთ, როგორ უპატაკებს ახვლედიანი გვარამიას?! - როგორც პატრონს, როგორც ზემდგომს, ადამიანს, რომლისგანაც შველას ელოდება. ჩამწერი მოწყობილობა გვარამიასთან ახლოსაა, მისი ხმა მკაფიოდ ისმის, ახვლედიანის - შორიდან. ეს ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როცა მამუკა ახვლედიანს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა", - წერს მიქიაშვილი.