ტელევიზია „ტაბულა" მალე დაიხურება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფოსტალიონი" წერს.
„სანდო წყაროს ინფორმაციით, ბოკერიასთან და ჩერგოლეიშვილთან ბოლო დროს გაღრმავებული უთანხმოების გამო, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ტელევიზიის შემდგომ დაფინანსებაზე და ამის გამო, „ტაბულა" სავარაუდოდ ნოემბრიდან მაუწყებლობას შეაჩერებს", - წერს გამოცემა.