logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: თვითონ საცოდავები, გაქცეულები არიან და ამ სიცრუით უნდათ, შეურაცხყოფა მომაყენონ
- +

3 ოქტომბერი. 2016. 12:36



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ია მეტრეველის ზუგდიდში ჩასვლასა და სანდრა რულოვსთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს „ნაციონალები" კლავდნენ.



„რუსთავი 2"-ზე რაც მოხდა, ეს არის გაგრძელება, მძიმე სცენარი. ეს ქალბატონი ჩამოვიდა და რაღაც ზღაპრებს ჰყვება, რომ თვალებში ჩახედა თუ ტვინში ჩახედა თავის ქმარს და აღარ იძალადებსო. ქალბატონ იას მე ვიცნობ ძალიან კარგად და დღესაც თანავუგრძნობ, ეს იყო ერთ-ერთი მძიმე შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავდნენ უაპელაციოდ. გამოდის და აღარ ვიზამთ, ისევ ჩვენ აგვირჩიეთო, როგორც რაღაც ჭორებს რომ ავრცელებს - გარბის ივანიშვილიო. თვითონ საცოდავები, გაქცეულები არიან და ამ სიცრუით უნდათ, შეურაცხყოფა  მომაყენონ და თანაც კარგი რამ თქვეს, ნუ ეშინიათ, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ მოვეფერებით ოპოზიციასო და მათ აჩვენეს ეს უკვე, როგორ ექცეოდნენ ოპოზიციას. ვითომ ახალი გუნდია და ახლებურად მოდიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner