ლიბიის ქალაქ სირტში ჰოლანდიელი ფოტოჟურნალისტი დაიღუპა. დასავლური მედიის ცნობით, ჯერონ ორლემანსი სავარაუდოდ, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკებმა" მოკლეს.
„BBC"-ის ცნობით, სირტი ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქია, რომელიც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს" პლაცდარმად მიიჩნევა.
ჟურნალისტის დაღუპვასთან დაკავშირებით ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა.