logo_geo
eng_logo
იაგო კაჭკაჭიშვილი „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს „სისულელეს“ უწოდებს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 12:55



სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.



ისეთი სისულელეები ითქვა გუშინრუსთავი 2"-ის ეთერში GFK-ისკვლევის" შედეგების განხილვისას, რომ ამ სიუჟეტს ნამდვილად შევიტანდი როგორც ერთ-ერთ სანიმუშო შემთხვევას სოციოლოგიის პრაქტიკის სილაბუსში, თუ როგორ არ უნდა მოხდეს მონაცემების წარდგენა.

უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეგზიტპოლში, რომელსაცრუსთავი 2" ჩაატარებს, ნაცმოძრაობას", სულ მცირე, ქართული ოცნების" თანაბარი შედეგები ექნება (თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ პირველ ადგილზეც გაიყვანონ). ასეთი მარაზმის მოსალოდნელობა უკვე ხელისგულზეა...

ახლა ის მაინტერესებს, გაუძლებს კი პოლიტიკურ ცდუნებას და იქნება კი სამართლიანი მეორე ეგზიტპოლი, რომელსაც ასეთი ოდიოზური საპირწონე ჰყავს?" - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

 


GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, „ქართულ ოცნებას" რეიტინგებში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაუსწრო.



„რუსთავი 2" -ის ცნობით, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემს ხმას ამომრჩეველი, თუ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, შედეგები ასე გადანაწილდა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 26%; შემდეგ მოდის „ქართული ოცნება" 25.4%-ით.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner