logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალებს“ პირადი კადრების გადაღებაზე 100 მილიონზე მეტი ჰქონდათ დახარჯული
- +

3 ოქტომბერი. 2016. 12:57



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომ მათ თავიანთ შეცდომებზე ისწავლეს, ეხმაურება და ამბობს, რომ  „ნაციონალებმა" უნდა გააკეთონ განმარტებები, რაზე იტყვიან უარს.

 

„რომელ შეცდომებზე, ადამიანებს რომ კლავდნენ, ცოცხებით რომ აწამებდნენ? საზოგადოებაში კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა, ძალიან ხშირად იჭერდნენ უდანაშაულოებს, აწამებდნენ იმიტომ, რომ გაეგოთ, რომ იქ რომ შეხვალ, სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ცოცხალი ვერ გამოხვალო და ამით ცდილობდნენ საზოგადოების დათრგუნვას და დამორჩილებას. ეს იყო ტოტალური მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ მთელ საქართველოში. ამაზე იტყვიან უარს? ჯერ გამოვიდნენ,  განმარტებები გააკეთონ. სანდრა რულოვსმაც, გამოვიდეს და გააკეთოს განმარტებები, რაზე იტყვიან უარს - რომ აღარ დახოცავენ ახალგაზრდებს, აღარ გააუპატიურებენ, აღარ შეუვარდებიან ოჯახებში, აღარ დააწერინებენ ღამე ჩუქების ნოტარიულად გაფორმებულ ქაღალდებს, აღარ ჩაერევიან სხვის პირად ცხოვრებაში? ას მილიონზე მეტი მოვითვალეთ, მარტო პირადი კადრების გადაღებაზე რაც ჰქონდათ დახარჯული მათ. უამრავი ხალხი ჰყავდათ დასაქმებული და ჩვენთვის წართმეულ ფულს ამაში ხარჯავდნენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner