ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, კითხვაზე, ცეზარ ჩოჩელი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს და რა ინფორმაცია აქვს მას, განაცხადა, რომ ჩოჩელი თუ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, ძალიან ცუდია.
„ამ მეთოდზე უარი ვთქვით და ვერავინ იტყვის, რომ დღეს „ქართული ოცნება" ფულს არიგებს და ამომრჩევლის მოსყიდვა მიდის. ეს მათი ხელწერაა. საკუთარი თავის საცემრადაც მზად არიან... ჩოჩელი თუ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, ძალიან ცუდია. შევახსენებ მცხეთის ამომრჩევლებს, დიმიტრი ხუნდაძე, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ, ის არის ძალიან პრინციპული, პატიოსანი, მოწესრიგებული, პროფესიონალი ადამიანი. ეს კაცი, ჩემს მსგავსად, გაუჭირდა ქვეყანას და მოვიდა ქვეყნის სამსახურში. პროფესიონალი ექიმია. ის გამორჩეული ადამიანია ჩვენს გუნდში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.