logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სანდრა რულოვსი ზღაპრებს ჰყვება
- +

3 ოქტომბერი. 2016. 13:36



„ქალბატონი ჩამოვიდა დღეს და რაღაც ზღაპრებს ჰყვება, რომ ამ კაცს თვალებში ჩახედა თუ ტვინში ჩახედა და ეს კაცი აღარ იძალადებს. როგორ აღარ იძალადებს", - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სანდრა რულოვსზე საუბრისას მცხეთა-მთიანეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.


ივანიშვილი სენაკში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. შეხვედრის დროს რულოვსთან ბუტა რობაქიძის დედა მივიდა და განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ერთადერთი შვილი მოუკლა.


ექს-პრემიერის შეფასებით, ტრაგედია იყო, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავდნენ.


„მე თანავუგრძნობ მას, ერთ-ერთი უმძიმესი შემთხვევაა, კატასტროფული შემთხვევაა, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავდნენ. მძიმე სცენაა, გამოდის და ამბობს, აღარ იზამს მაგას და ჩვენ აგვირჩიეთო", - აღნიშნა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner