logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვერავინ იტყვის „ქართულ ოცნებაზე“, რომ დადის და ფულს არიგებს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 13:44


 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი დადის და მოსახლეობას ფულს ურიგებს და აშანტაჟებს, რომ თუ ხმას არ მისცემენ, სამსახურიდან დაითხოვს, პასუხობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ამ მეთოდზე უართი თქვა, ჩოჩელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ძალიან ცუდია.


„ძალიან ცუდია, თუ ასეთი რამ ხდება. ამ მეთოდზე ჩვენ პრინციპულად უარი ვთქვით და ეს გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის" მეთოდი. პრინციპულად ვთქვით უარი და დღეს ვერავინ იტყვის „ქართულ ოცნებაზე", რომ დადის, ფულს არიგებს, მიდის მოსყიდვა და ეს არის ბედნიერება, აი, ნახეთ, როგორი საზოგადოება ვართ ჩვენ და საიდან სად მოვედით. და თუ დარჩა ამის ნიშნები და ისიც ნახეთ, რომ გოგონები სცემეს და „ნაციონალური მოძრაობის" იკვეთება ესეც, ჯერ გამოკვლეული ბოლომდე არ არის, მაგრამ მე თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ ეს მათი ხელწერაა და სულ არ გამიკვირდება. ისევე როგორც კორცხელი, ამდენი იძახეს,  მათი დადგმული იყო და ის ხელკეტებიც ტყუილად არ იპოვეს და, რა თქმა უნდა, იქაც ისევ თვითონ ძალადობდნენ და საკუთარი თავის საცემრადაც კი არიან მზად, ოღონდაც აჩვენონ, რომ ეს ხელისუფლება არის წინა ხელისუფლების მსგავსი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, თუ ჩოჩელი ამ მეთოდებს იყენებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner