logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარს ვერსად მოიგებს, ეს ორჯერ ორი ოთხია
- +

3 ოქტომბერი. 2016. 13:49



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნებს ვერ მოიგებს.



ჩემი აზრით, მეორე ადგილზე მკვეთრად იკვეთებოდა ნაციონალური მოძრაობა". საშუალო რაოდენობა მათი არის 10 დეპუტატი პარტიული სიიდან. მაჟორიტარს ვერსად მოიგებს ნაციონალური მოძრაობა" და გასაგებია, ძალიან მარტივია. მათ შორის, ვერც ზუგდიდში მოიგებს ის ქალბატონი. ვერსად ვერ მოიგებს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. პარტიული სიიდან მათი საშუალო შედეგი იყო 10 კაცი, მინიმუმი 5, მაქსიმუმ 15.

 

ბოლო ორი კვირის აგონიაში მყოფების შეცდომებს თუ გავითვალისწინებთ, რაც მათ გააკეთეს, ჩემი აზრით, გაჩნდა დიდი შანსი, რომ მეორე ადგილზე თავისუფალი დემოკრატები" გავიდნენ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner