„ყველაზე კარგი შანსი ამ კვლევით ჰქონდათ „თავისუფალ დემოკრატებს", იქ გამოიკვეთა რამდენიმე პარტია, ვინც ჩანდა და 3-4 პროცენტთან ახლოს იყო," - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, გაჩნდა იმის შანსი, რომ „თავისუფალი დემოკრატები" მეორე ადგილზე გავიდნენ, „ნაციონალური მოძრაობა" კი საერთოდ არ შევიდეს პარლამენტში.
„ბოლო ორ კვირას თუ ვიანგარიშებთ, აგონიაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან გამოააშკარავა თავისი თავი, გაჩნდა იმის შანსი, რომ „თავისუფალი დემოკრატები" გავიდნენ მეორე ადგილზე, ამის შანსი გაჩნდა", - ამბობს ივანიშვილი.