logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ პარტიული სიით 48-54%-ს მიიღებს, ხოლო მაჟორიტარული წესით 60-70 კანდიდატს გაიყვანს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 13:57


 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება" 48-54%-ს მიიღებს, ხოლო მაჟორიტარულში კი - 60-70 კანდიდატს გაიყვანს.



პარტიულ არჩევნებში, პარტიული სია სადაცაა, მე ვფიქრობ, რომ 48-დან 54%-მდე დიაპაზონში ქართული ოცნება" მიიღებს, მინუმუმ 48 და მაქსიმუმ 54 - მე ასე წარმომიდგენია. ასევე მაჟორიტარიულ არჩევნებში, მინუმუმ 60, მაქსიმუმ 70, მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს ქართულმა ოცნებამ". ვიღაცები ამბობენ, რომ მაჟორიტარების ხარჯზე უნდათ გასვლაო. პარტია არის აბსოლუტურად დომინანტი, დიდი უპირატესობით უგებს ყველაზე ახლოში მყოფ მიმდევარს. ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაჟორიტარებთან მიმართებაში ბარიერის აწევა მოხდა და გამსვლელი პროცენტი 30-ის ნაცვლად 50% გახდა", - განაცხადა ივანიშვილმა.



ექს-პრემიერმა ის მიზეზები განმარტა, რაც მისი შეფასებით, მეორე ტურების ჩატარების საფუძველი გახდება.



მეორე ტურები იქნება და იქნება იმ მიზეზით, რომ თუ დააკვირდებით, არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების უპრეცედენტო რაოდენობა ღებს. რეგიონში - 8-9 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, გასაგებია, რომ ისინი იმ რეგიონიდან, იმ ოლქიდან არიან, ხალხი იცნობს, ხმები გადანაწილდება და რთული იქნება, რომ პირველ ტურშივე 50% მოაგროვო. ძველი ბარიერი (30%) რომ დაგვეტოვებინა, პირველ ტურშივე გაირკვეოდა გასარკვევი. ეს არის მიზეზი მეორე ტურების. მეორე ტურებს რაღაც ტრაგიკულად ხატავენ, რომ აი, ითონვე აღიარაო. ამ აღიარებაში არის სწორედ დემოკრატიულობა და ძალიან კარგია, რომ ეს ასე იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

 


მან ოპონენტებს მოუწოდა, რომ ნუ აკნინებენ მეორე ტურებს.


 

ძალიან კარგია, რომ იქნება ბევრი მეორე ტური და ალბათ, იქნება ბევრი მეორე ტური და მიზეზიც ეს გახლავთ. ბოლოში ორი კანდიდატი რჩება, მათგან დიდი უპირატეობა აქვს ქართულ ოცნებას", რამეთუ ყველაზე პოპულარული პარტიაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner