logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: პაპუაშვილმა როდემდე უნდა აბოლოს საზოგადოება?!
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:00


 

„როდემდე უნდა აბოლოს საზოგადოება?! დიახ, დიახ, მისი გადაწყვეტილებები ისტორიას დარჩება, ამაში ვეთანხმები", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე გიორგი პაპუაშვილზე წერს და აქვეყნებს ნაწყვეტს გიორგი პაპუაშვილის ინტერვიუდან „ინტერპრესნიუსთან".

 

„და ბოლოს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე არსებული ბინა, რომელშიც წლებია ცხოვრობთ, ყოველთვის იყო თქვენი კრიტიკის ერთ-ერთი ობიექტი. თუ ბინას მისი წინა მფლობელი, ასლან აბაშიძის მაღალჩინოსანი როლანდ ბლადაძე დაიბრუნებს სასამართლოს გზით, რა იქნება თქვენი შემდგომი ქმედება, თქვენც სასამართლოს მიმართავთ? რა ხდება ამ ბინასთან დაკავშირებით?

 

- ამ ისტორიაზე არ ვაპირებდი საუბარს. წლების განმავლობაში ბევრი სიბინძურე ითქვა. 2007 წელს ყველა მოსამართლეს გადაეცა ბინა სახელმწიფოსგან და არა ვინმე პიროვნებისგან. ხელოვნურად აგორებული აჟიოტაჟი იყო - თუ რომელი ჯგუფებისგან, ნათელია. გასკდა საპნის ბუშტივით მითი, რომ თითქოს ვიღაცას სახლში უვარდებოდნენ და ბინებს ართმევენ, როგორც იყო ეს წარმოჩენილი. შეიძლება ვინმემ მისაყვედუროს, თავიდანვე რატომ არ ვსაუბრობდი დეტალურად, მაგრამ არ მინდოდა, სასამართლო გარეულიყო ამ პროცესებში. ამდენი წელია მეტი კომპრომატი ჩემზე ვერ ინახა. ასლან აბაშიძის ყოფილი მაღალჩინოსანის ქონების ჩამორთმევის პროცესში მე არავითარი შეხება არ მქონდა. ნებისმიერი იურისტისთვის ნათელი იყო, მაგრამ რადგან მე, თანამდებობის პირს შემეხებოდა, აჟიოტაჟიც მეტი იყო. ეს იყო უბრალოდ, წნეხის ერთ-ერთი საშუალება. ბინა ჩემს საკუთრებაში იყო და რჩება კიდეც".

 

გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მოღვაწეობის 10-წლიანი ვადა ამოეწურა. პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში გატარებულ 10 წელზე და სამომავლო გეგმებზე „ინტერპრესნიუსს" ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებები  ისტორიას დარჩება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner