logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, კანონს დაემორჩილოს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:07



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, კანონს დაემორჩილოს.



რა ქნას იმ უკრაინელმა კაცმა, წასასვლელი არსად აქვს. როგორც მე ვიცი, ეუბნებიან - როგორც კი არჩევნები დასრულდება, წავიდეს ქვეყნიდან. რა ინფორმაციაც მე მაქვს... ჩვენთან ძებნაშია ეს კაცი. გასასვლელი არ აქვს და ხავსს ეჭიდება. მოვუწოდებდი, კანონს დაემორჩილოს. 99% გარწმუნებთ, იდეალური საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, არ ინერვიულოთ... მათ რესურსი არ აქვთ. მაქსიმუმ ვინმე გალახონ, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენონ და ამაზეც აგებენ პასუხს..." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner