ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, კანონს დაემორჩილოს.
„რა ქნას იმ უკრაინელმა კაცმა, წასასვლელი არსად აქვს. როგორც მე ვიცი, ეუბნებიან - როგორც კი არჩევნები დასრულდება, წავიდეს ქვეყნიდან. რა ინფორმაციაც მე მაქვს... ჩვენთან ძებნაშია ეს კაცი. გასასვლელი არ აქვს და ხავსს ეჭიდება. მოვუწოდებდი, კანონს დაემორჩილოს. 99% გარწმუნებთ, იდეალური საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, არ ინერვიულოთ... მათ რესურსი არ აქვთ. მაქსიმუმ ვინმე გალახონ, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენონ და ამაზეც აგებენ პასუხს..." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.