logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნების“ ფავორიტი მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძეა
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:08



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" გავრცელებულ აზრს, რომ ცეზარ ჩოჩელი „ქართული ოცნების" ფავორიტია, ეხმიანება და ამბობს, რომ „ქართული ოცნების" და მისი ფავორიტი ამ რეგიონში დიმიტრი ხუნდაძეა.

              

„ქართული ოცნების" ფავორიტი ამ რეგიონში არის დიმიტრი ხუნდაძე. კვირიკაშვილიც გამოვიდა და განცხადება გააკეთა, ჩემი დამოკიდებულებაც არაერთხელ აღვნიშნე. ის არის გამორჩეული წევრი „ქართული ოცნების", გამორჩეული თანამებრძოლი. ის არის ჩემთვის სამაგალითო იმიტომ, რომ კაცი საერთოდ არ ფიქრობდა პოლიტიკაზე და რომ ნახა,  ქვეყანას გაუჭირდა, ის ჩადგა ამ ომში. დიმიტრი ხუნდაძე არის გამორჩეული და ჩემთვის არა მხოლოდ ამ რეგიონში, მთელ გუნდშიც კი ფავორიტია, იმდენად პატივს ვცემ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner