logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: თუ ეს ბრიყვული ჯგუფი გაბედავს რაიმე პროვოკაციის მოწყობას, საბოლოოდ დაიღუპავენ თავს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:09



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და აღნიშნავს, რომ თუ მაინც გაბედავენ, ძალიან ცუდ შედეგებს მიიღებენ თავად „ნაციონალები".

 

„ამისი ერთადერთი მეოცნებე დარჩა „ნაციონალური მოძრაობა" თავისი უკრაინელი ლიდერით. პასუხად არ დავიწყებდი მჯიღის ცემას, რომ რა ძლიერი სახელმწიფო გვაქვს, თუმცა, გვაქვს სახელმწიფო, რომლის ყველა სტრუქტურა თავის ადგილზეა და ყველანაირ გამოწვევას შეუძლია უპასუხოს. აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის გაკოტრებული და არაფრის თავი არ აქვთ. ყველას გახსოვთ, რომ  პოლიცია ხალხის დათრგუნვის იარაღი იყო, როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს, ეს სისტემა ჰქონდათ, დღეს არაფერი არ აქვთ. არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ უცხოეთიდანაც. ამ ჭორებს თვითონვე ყრიან და ყრიან შეგნებულად, რამეთუ მათივე გუნდის წევრებმა კარგად იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, არჩევნებით რაიმე სერიოზული შედეგი მიიღონ, მოგებაზე საუბარი ზედმეტია. 46 კაციდან 10 კაცს თუ შეიყვანენ პარლამენტში. ეს ყველაფერი შიგნით კარგად იციან და ამით ცდილობენ, გუნდი შეინარჩუნონ. გარწმუნებთ, არაფერი არ იქნება და თუ მაინც ხელი წაუცდათ, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებენ. თუკი მართლა ეს ბრიყვული ჯგუფი გაბედავს, რომ რამე პროვოკაცია დაიწყონ, თვითონვე მიიღებენ ძალიან ცუდ შედეგს და საბოლოოდ დაიღუპავენ თავს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner