ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ბოლოდროინდელი შეცდომების გათვალისწინებით, ისინი დაკარგავენ მეორე ადგილს და მათ მაგივრად არჩევნებში „ქართული ოცნების" შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შანსი გაჩნდა.
„ჩემი აზრით, მეორე ადგილზე მკვეთრად იკვეთებოდა „ნაციონალური მოძრაობა", იმასაც ვიტყვი, რომ მათი საშუალო რაოდენობა იყო 10 დეპუტატი ეს პარტიული სიიდან, ხოლო მაჟორიტარს ვერსად ვერ მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა", მათ რიცხვში ვერც ზუგდიდში სანდრა რულოვსი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ნაციონალების" აგონიაში ყოფნის შეცდომებს თუ გავითვალისწინებთ, რომ აშკარა შეცდომებს აღარ ერიდებიან, გაჩნდა შანსი, რომ „ქართული ოცნების" შემდეგ მათ მაგივრად „თავისუფალი დემოკრატები" გავიდნენ მეორე ადგილზე და „ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ადგილი დაკარგოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.