ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მცხეთა-მთიანეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე „რუსთავი 2"-ის და „ნაციონალების" განცხადებას, თითქოს „ნაცმოძრაობას" 30%-იანი მხარდაჭერა აქვს, გამოეხმაურა.
„მელა თავის კუდს დაემოწმაო - „რუსთავი 2"-მა თქვა და პოლიტიკოსებმაც გაიმეორეს. საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახერხებენ. თავად ახერხებენ საკუთარი თავის ჩვენებას - უარყოფითი ძალაა. 9 წლის განმავლობაში ატყუებდნენ საზოგადოებას. „ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია იხილოს ჩემი ნათქვამი. ამბობენ, ივანიშვილიც კი აღიარებს, რომ 30% აქვთ. მათ იცრუეს. რა დაეჯერებათ მაგათ კვლევებს. წარმოიდგინეთ, „რუსთავი 2" რომ ეგზიტპოლებს ჩაატარებს... აგონიაში არიან. ესღა დარჩათ..." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.