logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ არ მოუწევს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:23


 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" არის დომინანტი პარტია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას" არ მოუწევს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და აღნიშნა, რომ ეს ძალიან კარგია.

 

„დღეს „ქართული ოცნება" არის დომინანტი პარტია და შემთხვევით არ ვუჭერ მე მას მხარს. არ ჰყავს ალტერნატივა ამ მხრივ. „ქართულ ოცნებას" არ მოუწევს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და ეს არ არის ტრაგედია. ოპონირება იქნება გარედანაც, იქნება პარლამენტშიც, დიდი ალბათობით, 5-6 პარტია უნდა წარსდგეს პარლამენტში და ეს იქნება კარგი და ეს შედეგი ჩნდება და უფრო კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილს ვერ დაიკავებს და მათ ადგილზე „თავისუფალი დემოკრატები" იქნებიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner