logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: როგორ ყველაფერი უკუღმა აქვთ დაყენებული ამ საცოდავებს...
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:25



ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეზეა აგებული და ატყუებდა ამომრჩეველს და ეს უნდა დაინახოს მათმა ამომრჩეველმაც.


 

მე მგონი, საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახერხებენ ბოლომდე,რაც ძალიან კარგია ამომრჩევლისთვის. თუ გავიხსენებთ,რომ კადაფიზაციითაც გვემუქრებიან, ეს ამომრჩეველს გაუიოლებს არჩევნის გაკეთებას, არ გამოვრიცხავ, რომ ბოლო დღეებში პრინციპულად შეიცვალოს მათდამი ამომრჩევლის დამოკიდებულება.

ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეზე იყო აგებული და ტყუებდნენ ამომრჩეველს და ეს უნდა დაინახოს მათმა ამომრჩეველმაც. თუ რამე ესმის იმ ამომრჩეველს, რომელიც ჯერ კიდ შემორჩა ნაციონალურ მოძრაობას", არ უნდ ამას დიდი ანალიზი, არც გადაცდომა იყო ჩემს ნათქვამში და არ არის რთული ნადადება, უძლიათ ნახონ, რუსთავი2" ამას როგორ ამახინჯებს და ნაციონალურ მოძრაობის" ლიდერებიც ამახინჯებენ, რომ ივანიშვილი ამბობს, 30% მივცემ ნაცებსო და მისვამდნენ სამი დღე კითხვებს. აი, ხედავთ რაში ჭირდებათ ეს სიცრუე? მარტივი სიცრუით უნდოდათ რთული სიცრუის გამართლება",- აცხადებს ივანიშვილი.



მისი თქმით, დღეს შალვა რამიშვილის მიერ გახსნილი GFK-ს რელური კვლევების გადაფარვას ცდილობდნენ ნაციონალები, სადაც მათ 26 პროცენტი არ აქვთ რეიტინგი.



ამის შემდეგ რუსთავი 2"-მა ნახოს, ვინ დაუჯერებს მაგათ კვლევებს და ეგზიტპოლებს. თანაც გამოდის მაგათი უკრაინელი ლიდერი, უფრო სწორად, უკრაინაში გაქცეული ლიდერი, რემ ამაზე აღზევდებიან, მარა პრინციპში უკრაინელია, საქარველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, როგორ უკუღმა აქვთ ამ საცოდავებს დაყენებული ყველაფერი და კიდევ შედეგებს ელოდებიან",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner