logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: რულოვსი სოფლებში კი არ უნდა დადიოდეს, უფალს ცოდვების შენდობას უნდა სთხოვდეს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:29



ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემდამი ასეთი თანადგომის და სოლიდარობისთვის, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება დავკარგე, ჩემი ბუტა, მაგრამ ამავდროულად დიდი ბედნიერებაც შევიძინე, რასაც თქვენი, უამრავი ადამიანის სიყვარული ჰქვია. რაც არის ჩემი არსებობის გამართლება,რისთვისაც ღირს ჩემი ცხოვრება", -  ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.


 

რაც შეეხება გუშინდელ დღეს, უფლის მადლით, მართლაც გადავურჩით გავეშებულ, ბრბოდ ქცეულ ადამიანებს, თუმცა გულწრფელად შემეცოდნენ ეს ადამიანები, ჩემი ქვეყნის და ჯილაგის ხალხი რა მდგომარეობაში ჰყავთ ჩავარდნილი. გამახსენდა არქიფო სეთურის პოლიქრონიონ" ,ზუსტად ამ მდგომარეობაში არიან. რაც შეეხება ქალბატონ სანდრას , მე მოვახერხე და შევახსენე მას, მათ მიერ უამრავი გაუბედურებული ოჯახების არსებობა, რამაც სიმშვიდე დაურღვია და ფაქტიურად შეხვედრა ჩაეშალა.

ის სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ კი არ უნდა დადიოდეს, დაჩოქილი, უფალს უნდა ევედრებოდეს, რომ ამდენი ცოდვები, რაც მათ აქვთ ჩადენილი , მის შვილებზე არ გადავიდეს. უფალი სამართლიანი და არ ჩქარობს, თუმცა, ყველა აგებს ბოლოს მაინც თავიანთ საქციელზე პასუხს.

ასევე მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა და სოლიდარობა გამოვხატო გუშინდელ ონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც კინოთეატრ ამირანში" ჩატარდა, ბატონი სულხან მოლაშვილის, ამ ირსეული წამებული ადამიანის და მისი ძვირფასი ოჯახისადმი, მისი შესანიშნავი მეუღლის, ქალბატონი თათიასადმი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ციხეში ჰყავდათ და ფაქტიურად მძევალი იყო, ის მაინც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა საპროტესტო აქციებზე,

გუშინდელ ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, მეც უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ვერაფრით მოვასწარი ჩამოსვლა, რაზედაც ძალიან დამწყდა გული, ვიცი, რომ ძალიან ემოციური და კარგი საღამო გამოვიდა. ჩვენ შევქმენით საზოგადოებრივი მოძრაობა, მახსოვს", რათა არასდროს დაგვავიწდეს და არასდროს დაგვემართოს ის, რაც დაგვემართა 2003 წელს, როდესაც მანიაკების ხროვა ავირჩიეთ და ქვეყანა დავაქცევინეთ. სწორედ ამიტომ, მოსახლეობას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, არ დარჩეთ სახლში, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად წყენისა, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ნიჰილიზმის დრო არ არის, აარ უნდა დავუშათ კრიმინალი ნაციონალების დიდი რაოდენობით მოსვლა პარლამენტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის შემწე!" - წერს მეტრეველი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner