logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საჭიროა კანონმდებლობაში ცვლილებები, რათა მედიაში არსებული პრობლემები მოგვარდეს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:31



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" რეგიონული მედიასა და ზოგადად ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახალი პარლამეტის მუშაობითა და კანონმდებლობაში ცვლილებით უნდა მოგვარდეს პრობლემები და გაძლიერდეს მედია.


 

„პრობლემები არსებობს დღეს რეგიონულ მედიაში და არა მხოლოდ, ზოგადად ამ სფეროში არსებობს პრობლემები. სარეკლამო ბაზარი არის მწირი, იმ კანონმდებლობამ არ უშველა და როდესაც ახალი გუნდი მოვა და ახალი პარლამენტი შეიკრიბება, კანონმდებლობაში რაღაც უნდა შეიცვალოს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. მხოლოდ კანონმდებლობით, სხვანაირად ეს საკითხი არ მოგვარდება. ამ შემთხვევაში მთავრობა ვერ იქნება დამხმარე, რამეთუ ეს მოსყიდვაში ჩაეთვლება. როგორმე მედია უნდა გამაგრდეს, უფრო მეტი გამჭვირვალე დაფინანსება უნდა მიიღოს. ეს იქნებოდა ძალიან კარგი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner