„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას განცხადებით, მისი შტაბის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ რურუა სოციალურ ქსელში წერს.
შსს-ში დავით ჯაფარიძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შენახვა-შეძენას გულისხმობს.