logo_geo
eng_logo
როგორ უნდა მიაკვლიონ ფარული ჩანაწერების გამავრცელებლებს – სპეციალისტების განმარტებები
- +

15 მარტი. 2016. 15:00


უკანასკნელი დღეების განმავლობაში ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების განთავსებამ თანამედროვე ტექნოლგიები, როგორც ბრძოლის იარაღად გამოყენებული ბერკეტი, ისე წარმოაჩინა. საინტერესოა, ტექნიკური თვალსაზრისით როგორ ხდება მსგავსი ვიდეოკადრების ატვირთვა ინტერნეტსივრცეში, რა პროცედურებია საჭირო, რომ დადგინდეს, რომელმა ინტერნეტმომხმარებელმა და რა ტერიტორიიდან ჩაიდინა დანაშაული.


"კვირა" საკითხზე სპეციალისტებს ესაუბრა. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი გიორგი ქადეიშვილი ამბობს, რომ ვიდეო შესაძლოა, ატვირთულიყო როგორც ინტერნეტკაფედან, ასევე რომელიმე თავისუფალი WI-FI-ს მეშვეობით, რაც, მისი თქმით, პირის იდენტიფიცირების პროცესს კიდევ უფრო გაართულებს. სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ პირს, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გაავრცელა, ჰაკერულად შეეღწია სრულიად უდანაშაულო პირის კომპიუტერში, განეთავსებინა ვიდეო ისე, რომ მეპატრონეს ამის შესახებ ვერ შეეტყო. მისი თქმით, ძალიან რთულია, რაიმე ტექნოლოგიური საშუალებით მოხდეს ვიდეოგამავრცელებლის იდენტიფიცირება.


"IP მისამართის ცოდნის შემდეგ გაირკვევა, რომელი კავშირგაბმულობის ოპერატორიდან აიტვირთა ქსელში ვიდეო. ეს ვიდეო შეიძლება ატვირთულიყო ინტერნეტკაფედან, WI-FI- მეშვეობით, მაგალითად, პირი გაჩერებულიყო მანქანით რომელიმე რესტრონის ან სხვა დაწესებულების მახლობლად, რომელსაც აქვს ინტერნეტზე თავისუფალი წვდომის სერვისი და იქიდან აეტვირთა ეს ვიდეო. ძალიან მეეჭვება, რომ ვინმეს ეს ვიდეო პირადი კომპიუტერიდან გაევრცელებინა, მაშინ დილეტანტთან უნდა გვქონდეს საქმე. არსებობს უარესი ვერსია, შესაძლოა, პირმა ჰაკერულად შეაღწია რომელიმე უდანაშაულო ადამიანის კომპიუტერში და იქიდან გაავრცელა ეს ვიდეო. პრაქტიკულად მე ვერ ვხედავ საშუალებას, რომ ამ პირს მიაგნონ, იმიტომ,რომ ეს ტექნოლოგიურად ძალიან ძნელია და ამ ბარიერს, როგორც წესი, ყველა ქვეყნის შესაბამისი სამსახურები აწყდებიან", -განუცხადა "კვირას" გიორგი ქადეიშვილმა.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე კი ამბობს, რომ, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რომელი IP მისამართიდან გავრცელდა აღნიშნული ვიდეო, ეს ინფორმაცია კი google- მა უნდა გასცეს, რასაც შესაბამისი პროცედურები სჭირდება.


აღნიშნული ვიდეო აიტვირთა youtobe -ზე, როგორც მოგეხსენებათ, youtobe ეკუთვნის google-. საქართველოს მთავრობას არავითარი ლეგალური საფუძველი არ აქვს, პირდაპირ მივიდეს და მოსთხოვოს google-, მისცეს კონკრეტული ინფორმაცია.

 

ამისთვის აუცილებელია, ქვეყანამ მიმართოს google-ის ადმინისტრაციას და გამოითხოვოს IP მისამართები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება google-მა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ რომელი IP-დან აიტვირთა აღნიშნული ვიდეო.თუ, ვთქვათ, რომელიმე ინტერნეტკაფედან აიტვირთა, უნდა ჩატარდეს მოკვლევა, ვიდეოს გავრცელების დროს ვინ იმყოფებოდა აღნიშნულ ინტერნეტკაფეში. თუ აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიიდანაა ატვირთული, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიმართონ იმ ქვეყნის სამსახურებს და ერთობლივად ითანამშრომლონ პირის დადგენის მიზნით. ანუ ეს არც ისე მარტივი პროცედურაა",- განუცხადა "კვირას" ირაკლი გვენეტაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner