რუსული მედიის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინული სააგენტო „უკრინფორმის" თანამშრომელი, უკრაინის მოქალაქე რომან სუშენკო მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ სუშენკოს წინასწარი პატიმრობა 30 ნოემბრამდე მიუსაჯა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სუშენკო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია და ის მოსკოვში „ჯაშუშური აქციის" ჩატარების დროს დააკავეს.
კერძოდ, რუსული მხარის ბრალდებით, ჟურნალისტი რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის შესახებ აგროვებდა ინფორმაციას.
მომხდარს სააგენტო „უკრინფორმი" გამოეხმაურა და ღრმა შეშფოთება გამოთქვა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუშენკო სააგენტოში 2002 წლიდან მუშაობს და მოსკოვში პირადი მიზნებისთვის იმყოფებოდა.