logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოებას ვპირდები, რომ იმ საჩუქარს, რასაც ოთხი წელი ელოდნენ, ახლა მიიღებენ
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:53



კითხვაზე - სად ხედავს „ნაციონალების" ადგილს? - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" პასუხობს, რომ მათ მიენიჭებათ ის ადგილი, რასაც იმსახურებენ და იქნებიან იქ, სადაც იმსახურებენ.



„ნაციონალური მოძრაობის" მომავალი და ადგილი იქნება იქ, სადაც ეკუთვნით. რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა, ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული. ძარცვავდნენ ქვეყანას და დემოკრატიის შუქურად ასაღებდნენ, საქართველო ციხედ იყო გადაქცეული და საზღვარგარეთ იყო შეფუთული, რომ ესენი იყვნენ ევროპაში გამორჩეული დემოკრატები. რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. „ქართულ ოცნებას" ექნება ის ადგილი, რასაც საზოგადოება მიაკუთვნებს და მინდა, შევაქო საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იყო შფოთვა, ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო, გაითავისა და შედეგები იქნება ის, რომ „ქართული ოცნება" იქნება დომინანტი ამ არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა საოცრება, ჯოჯოხეთისკენ, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა შემოატრიალა და დღეს დემოკრატიულობის ხარისხით ევროპის ქვეყნებს ვედრებით. „ნაციონალური მოძრაობა" კი დაიჭერს იმ ადგილს, რასაც ისაკუთრებს და სახელი დაერქმევა, რასაც იმსახურებს. ეყოლება რამდენიმე დეპუტატი, ეს ანტაგონიზმი ჩაქრება. მათ აღარ აქვთ ძირითადი რესურსი. გარედან არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვთ. შესაბამისად, ეს რესურსიც დაუკნინდათ და საზოგადოებამაც კარგად გაიცნო. საზოგადოებას ვპირდები, რომ იმ საჩუქარს, რასაც ოთხი წელი ელოდნენ, ახლა მიიღებენ. რასაც ელოდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მიენიჭოს თავისი ადგილი და ვეღარ „იბლატავონ", მიიღებენ ახლა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner