logo_geo
eng_logo
ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს „ტრავიატას“ პრემიერით გახსნის
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:56


 

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მიხეილ გიორგაძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, თეატრის 48-ე სეზონის გახსნასა და ჯუზეპე ვერდის ოპერის „ტრავიატა" პრემიერას დაესწრება.
ქუთაისის ოპერის თეატრში  „ტრავიატას" დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

„ტრავიატას" საპრემიერო წარმოდგენაში მთავარ როლებს ასრულებენ: ნაირა კიკოლიაშვილი (ვიოლეტა ვალერი), ანზორ ხიდაშელი (ალფრედ ჟერმონი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თაეტრის სოლისტი), ბაკურ კვირიკაშვილი (ჟორჟ ჟერმონი), ნუცა ზაქაიძე (ფლორა ბერვუა), მარიეტა მაჩალაძე (ანინა), იოსებ კიწმარიშვილი (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი დიუფონი), ემილ ჩარგაზია (მარკიზი დ'ობინი), აკაკი იოსელიანი (ექიმი გრენვილი); თეატრის გუნდი საპრემიეროდ მთავარმა ქორმაისტერმა ნათია გოგუაძემ მოამზადა. სპექტაკლს რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.  


„ტრავიატას" მსოფლიო პრემიერა 1853 წლის 6 მარტს ვენეციის თეატრში „ლა ფენიჩე" შედგა.


 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner