logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოება, ხელისუფლებასთან ერთად, პოლიტიკურად სხვა ხარისხში გადავიდა
- +

3 ოქტომბერი. 2016. 14:57



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „ქართული ოცნების" მთავარ მონაპოვარზე საუბრობს და ამბობს, რომ ძირითადი მონაპოვარი არის ის, რომ საზოგადოება ხელისუფლებასთან ერთად პოლიტიკურად სხვა ხარისხში გადავიდა.


„ძირითადი მონაპოვარი იქნება ის, რომ საზოგადოება ხელისუფლებასთან ერთად პოლიტიკურად სხვა ხარისხში იქნება. ის, რისი პრობლემაც გააჩნია ჩვენს საზოგადოებას და ჩემი შეხვედრის მიზეზადაც ამას ვასახელებდი ჟურნალისტებთან. ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერი ერი, მაგრამ არ არის შეურაცხმყოფელი, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყნის მართვის გამოცდილება გვაკლია, რომ გვაკლია პოლიტიკური კულტურა. ამას სჭირდება დრო. 4 წლის განმავლობაში ახალმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ" მოახერხა იმ ყველაფრის დაბრუნება, რაც დავკარგეთ წინა წლებში. ხარისხობრივად ახალ პოლიტიკურ კულტურას მივიღებთ, საზოგადოებისასაც და ხელისუფლებისასაც. ეს იქნება მთავარი მონაპოვარი. საზოგადოებაში ახალი კულტურა იქნება და ამაში დამსახურება „ნაციონალურ მოძრაობასაც" აქვს, რომ გვაჩვენა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. ამათ ხარჯზე კარგად მოვახერხეთ და საზოგადოება ხარისხობრივად გაიზარდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner