logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დღევანდელი ხელისუფლება არის უძლიერესი ხელისუფლება
- +

3 ოქტომბერი. 2016. 15:20



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" მიღწევებზე ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" საუბრობს. მისი თქმით, დღეს არის უძლიერესი ხელისუფლება, რომელმაც იმ ყველაფრის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ყველა კანონის დაცვით, მოახერხა და განავითარა ქვეყანა.


 

„პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას" აქვს უკვე ოთხწლიანი გამოცდილება და ეს არის ძალიან ბევრი. რომ მან განუხრელად დაიცვა ის სტანდარტები, რაც ჩვენ ერთად დავნერგეთ, როდესაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში და ეს სტანდარტები გახლავთ ის, რომ დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ მთავრობა რომელიმე მედიას აკონტროლებს. ეს სტანდარტები გახლავთ ის, რომ ვერავინ ვერ იტყვის დღეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პირად ცხოვრებაში ერევიან ან რაიმე ამის მსგავსი მინიშნებებიც არ არსებობს. პრინციპულად დაცულია კერძო საკუთრება და დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ხელისუფლება ერევა კერძო საკუთრებაში. განულებულია კორუფცია. პირველ რიგში, ხელისუფლება განუხრელად იცავს კანონებს და ემორჩილება კანონებს. ეს არის მთავარი და გადამწყვეტი სტანდარტი. „ქართულმა ოცნებამ" აჩვენა, რომ ხალხის სამსახურშია და იცავს მათ ინტერესებს. ამ ხელისუფლებამ მოახერხა ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით გააუმჯობესა დემოკრატიული ღირებულებები. გავუსვამდი ხაზს, რომ როდესაც ამბობენ, რომ ეს არის უნიათო ხელისუფლება, ვიტყვი, რომ ეს არის უძლიერესი ხელისუფლება. სამი წლის განმავლობაში ლიდერები ვართ რეგიონში, პრინციპები, რაც მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, იყო ძალიან მძიმე. ეკონომიკა იყო ძალიან მძიმე მდოგმარეობაში და იმის გადალაგებასა და გადაწყობას, ბიზნესის მენტალიტეტის შეცვლას სჭირდებოდა გარკვეული დრო, თუმცა, ეკონომიკა კიდევ უნდა განვითარდეს. „ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში არ დაერღვია სტანდარტები და დაეცვა ყველა კანონი. მოახერხა სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით დიდი ნაბიჯების გადადგმა. ამ დროს კი ბობოქრობდა ის ბოროტი ძალა, რომელსაც ყველაფრის დამსხვრევა უნდოდათ. ეს არის სიძლიერე, რომ ამ ყველაფრის ფონზე ყველაფერი მშვიდობიანად შევინარჩუნეთ და კანონის დაცვით განვითარდა ყველაფერი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner