logo_geo
eng_logo
შსს 2016 წელს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 15:23



შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:


2016 წლის სექტემბრის თვე 631 302 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 11 %-ით მეტია.


რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 879 031 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 2 156 731 განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19,5% ით მეტია.


ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის სექტემბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:


ა) ტურისტი - 304 814 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,2%);


ბ) ტრანზიტი - 148 718 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,5%, მატება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,8%);


გ) სხვა - 177 770 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%).


2016 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+4,2%), აზერბაიჯანიდან (+7,6%), თურქეთიდან (-21,5%), რუსეთიდან (+31,3%), უკრაინიდან (+28,1%) და ირანიდან (+571,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 9%, 9% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (34%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (29%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (56%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 15%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა.


საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2016 წელი, სექტემბერი)

 

 

 

 

http://police.ge/files/pdf/vizitorebi/2016/

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner