ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" გიორგი კვირიკაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არის ძალიან კარგი მეთაური, რომელმაც მოახერხა და დაიმსახურა დიდი სიმპათია. ივანიშვილის აზრით, ის არის ადამიანი, ვინც ქვეყანას გამარჯვებასთან მიიყვანს.
„ერთადერთი, ვისაც შეუძლია დღეს მთავრობა მართოს და ქვეყანა ევროპისკენ წაიყვანოს და ეს პროგრესი გააძლიეროს და გააღრმავოს, არის „ქართული ოცნება" და გიორგი კვირიკაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილი არის უნიკალური პიროვნება და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სახელწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს და ქვეყანა გამარჯვებასთან მიიყვანოს. გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ ხარისხობრივად უნდა შეიცვალოს ეკონომიკა. ეს ხარისხობრივ გარდაქმნებს მოახდენს. ამ ყველაფერს სჭირდება უკეთეს შემთხვევაში 7 წელიწადი, უარეს შემთხვევაში 10 წელიწადი. კვირიკაშვილი ამ მხრივ არის უნიკალური პიროვნება, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა ფინანსების, საბანკო სექტორის. არის ძალიან კარგი მენეჯერი. უმოკლეს დროში მოახერხა და სიმპათიები დაიმსახურა. ამავდოულად ჰყავს კარგი გუნდი, როგორც გამოცდილი, ისე ახალი სახეები. და საერთო ჯამში „ქართულ ოცნებას" კონკურენტი არ ჰყავს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.