logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ერთი უკრაინელი ყვარყვარე გვყავს სააკაშვილი და მეორე ქართველი ყვარყვარე - ნათელაშვილი
- +

3 ოქტომბერი. 2016. 15:50



ყოფილი პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" შალვა ნათელაშვილზე საუბრობს, მას ყვარყვარეს ადარებს და ამბობს, რომ თუ ის არჩევნებში ბარიერს გადალახავს, ეს იქნება დიდი ლაქა უახლეს ისტორიაში.

 

„ერთი უკრაინელი ყვარყვარე გვყავს სააკაშვილი და მეორე ქართველი ყვარყვარე - ნათელაშვილი. რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ ნათელაშვილმა გადალახოს ბარიერი. გავიხსენოთ მისი მოღვაწეობის პერიოდი და გადავავლოთ თვალი. ჯაშუშებისგან, საქართველოს მოღალატეებისგანაც კი ფულს იღებდა და ამის კადრები თვითონ მერაბიშვილმა გაუვრცელა ამას. ერთადერთი კაცია საქართველოს პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი და ამას მისი გუნდის წევრებიც კარგად აჩვენებენ. ერთადერთი მდიდარი კაცია, რომელიც ხელისუფლებიდან არ გამდიდრებულა, ისე გახდა მდიდარი. ნახეთ, „რუსთავი 2"-დან არ ჩამოდის ნათელაშვილი და მას ეს ტელეკომპანია აპიარებს. ერთი ცუდი სიტყვა არ უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობაზე", მხოლოდ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" აგინებს. ის არის შეძენილი და შეიძინეს იმიტომ, რომ დაჭერის ნაცვლად სამი დღეს რომ სარდაფში იმალებოდა, ნაცვლად იმისა, რომ დაესაჯათ, საკუთარ სამსახურში ჩაიყენეს. ეს ყვარყვარე რომ პოლიტიკაში მოხვდეს და გადალახოს ბარიერი, ეს იქნება ჩვენი მიღწევების შავი ლაქა. „ნაციონალური მოძრაობა" თავის ადგილზე იქნება, ნათელაშვილიც თავის ადგილზე იქნება და ყველას ექნება საშუალება, მხოლოდ ხალხის სამსახურში ჩამდგარმა, უფრო პროგრესული მეთოდებით, ვიდრე იყენებს „ქართული ოცნება", გააუმჯობესოს მდგომარეობა, დაბრუნდეს ხელისუფლებაში და მართოს ქვეყანა, მაგრამ არა ყვარყვარიზმით და არა ძალადობით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner