ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ამბობს, რომ ის არის ქვეყნის სამსახურში, და აღნიშნავს, რომ თუ „ქართულ ოცნებაზე" მეტად პროგრესული ძალა გამოჩნდება მას დაუჭერს მხარს.
„ქართული ოცნების" დამხმარედ არ ვითვლები, მე ქვეყნისთვის ვზრუნავ. „ქართული ოცნების" პირველი კრიტიკოსი მე ვიქნები. მე არ ვეხმარები კვირიკაშვილს, მე არ ვეხმარები „ქართულ ოცნებას", მე ვამბობ რეალობას, რაც არსებობს. დღეს არის ყველაზე გამოცდილი ხელისუფლება. ოთხი წლის განმავლობაში აჩვენეს, რომ არიან ხალხის სამსახურში და ამავეს აპირებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რომ ემსახურონ საკუთარ ხალხს და არა იმსახურონ და აწამონ, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. თუ „ქართული ოცნება" ხელწერას შეიცვლის ანდა უფრო პროგრესული ძალა გამოჩნდება, უფრო კარგი იდეები ექნება, რა თქმა უნდა, მე მას დავუჭერ მხარს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.