შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი ლომთათიძე დააკავეს.
„კვირას" ინფორმაციით, დაკავებული ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის რამაზ ნიკოლეიშვილის დისშვილია.
არსებული ინფორმაციით, ლომთათიძე სტრიპტიზ-ბარების მფლობელი და მეწილეა.
გიორგი ლომთათიძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
როგორც „კვირას" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 262-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებებით მიმდინარეობს.