logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: პარტიის მონობა რას არ გაგაკეთებინებს, არა?
- +

3 ოქტომბერი. 2016. 17:31



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

რუსთავი 2" - ეს მაინც რა იყო? რომის პაპის ვიზიტის დღეს, 21-საათიანი კურიერი", წინა დღეს მომხდარი ტრაგედიის სპეკულირებით რომ დაიწყე და პაპი მესამე სიუჟეტად აჩვენე...

კიდევ მაინტერესებდა, როდესაც იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც რუსთავი2"- საქმეს იხილავს, ფარულად წერ, ზეწოლას ახდენ და ქრთამს სთავაზობ - ჩვენ შეგინახავთ ოჯახს და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიებს მოგცემთო", ჰპირდები, იმავე დღეს გამოდიხარ და ხალხს 1 ლარის გადმორიცხვას სთხოვ, ვიხურებით, გვიშველეთო" - ეს გაყალბებული დემოკრატიის რომელ მუხლში ჯდება?

რომელი რეპუტაცია დაიცავით ასე - ჟურნალისური?

ასეთი თვითგვემა და თვითლუსტრაცია - გაუგონარი ამბავია.

მაგრამ პარტიის მონობა რას არ გაგაკეთებინებს, არა?" - წერს ყანდიაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner