ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რუსთავი 2" - ეს მაინც რა იყო? რომის პაპის ვიზიტის დღეს, 21-საათიანი „კურიერი", წინა დღეს მომხდარი ტრაგედიის სპეკულირებით რომ დაიწყე და პაპი მესამე სიუჟეტად აჩვენე...
კიდევ მაინტერესებდა, როდესაც იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც „რუსთავი2"-ს საქმეს იხილავს, ფარულად წერ, ზეწოლას ახდენ და ქრთამს სთავაზობ - „ჩვენ შეგინახავთ ოჯახს და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიებს მოგცემთო", ჰპირდები, იმავე დღეს გამოდიხარ და ხალხს 1 ლარის გადმორიცხვას სთხოვ, „ვიხურებით, გვიშველეთო" - ეს გაყალბებული დემოკრატიის რომელ მუხლში ჯდება?
რომელი რეპუტაცია დაიცავით ასე - ჟურნალისტური?
ასეთი თვითგვემა და თვითლუსტრაცია - გაუგონარი ამბავია.
მაგრამ პარტიის მონობა რას არ გაგაკეთებინებს, არა?" - წერს ყანდიაშვილი.