logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება გაცილებით სტაბილური სიტუაცია
- +

3 ოქტომბერი. 2016. 18:58


ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გაცილებით სტაბილური მდგომარეობა იქნება და განვითარდება ეკონომიკა. მისი თქმით, შემდეგი ოთხი წელიწადი იქნება ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო. 

 

„რას ველოდებით უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკურად? არჩევნების შემდგომ ორი-სამი თვის განმავლობაში საქართველოში იქნება გაცილებით სტაბილური სიტუაცია. „ქართულმა ოცნებამ" და სხვა პარტიებმა ოთხი წლის განმავლობაში მიიღეს საკმაოდ კარგი გამოცდილება, ეს იყო კარგი გაკვეთილი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის", არა მარტო „ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელსაც კარგი გაკვეთილი წავუკითხეთ. ბევრს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა ისე, რომ ეს გახდეს შემოსავლის ძირითადი წყარო და თქვენ იცით, როგორი კორუფციის წყარო იყო საქართველო და ძალიან ბევრი პარტია ამას ფიქრობდა და შეიძლება დღესაც ფიქრობს. მაგრამ ამ ოთხმა წელმა ის მოიტანა, რომ ეს აღარ გამოვა. პოლიტიკური სტაბილურობა არის საფუძველი იმის, რომ რაც არის ჩვენი ძირითადი პრობლემა დღეს, ეკონომიკა, განვითარდეს სწრაფი ტემპებით. სწრაფი განვითარება, რაც არის ერთ-ერთი ძირითადი ლოზუნგი „ქართული ოცნების", არის ძალიან საფუძვლიანი. სტაბილური პოლიტიკა, რასაც მიიღებს საქართველო ამ ოთხი წლის განმავლობაში ამ გუნდით და იმ ისტებლიშმენტით, რაც მას ახლავს თან და ვინც მოვა პარლამენტში, ამ სტრუქტურით და იმით, რომ ყველას ექნება თავისი ადგილი, ეს მისცემს საფუძველს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. საქართველოს აქვს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს. მომდევნო ოთხი წელიწადი იქნება ძალიან შთამბეჭდავი და აღმშენებლობითი საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.        

right_banner right_banner
არქივი
right_banner