logo_geo
eng_logo
რატომ და ვინ ცდილობს „ასავალ-დასავალის“ ტირაჟის გაქრობას?
- +

3 ოქტომბერი. 2016. 20:14




ძვირფასო მეგობრებო!

მეტად უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. მთელი დღის განმავლობაში „ასავალ-დასავალის" რედაქციაში მკითხველები გვიკავშირდებიან და გვატყობინებენ, რომ თბილისის მასშტაბით ადგილი აქვს გაზეთის ამ კვირის ნომრის ერთიანად შესყიდვას დაუდგენელი ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობენ სარეალიზაციო ქსელიდან ერთ დღეში გააქრონ. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა საბურთალოზე, დიღმის მასივში, გლდანში და დედაქალაქის სხვა უბნებში. დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე ერთ-ერთი საგაზეთო ჯიხურის გამყიდველმა გაზეთის შესაძენად მისულ „ასავალ-დასავალის" მკითხველებს განუცხადა: დილით „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოვიდნენ და ყველა ეგზემპლარი შეისყიდესო.


რას უნდა უკავშირდებოდეს არჩევნებამდე 5 დღით ადრე სარეალიზაციო ქსელიდან „ასავალ-დასავალის" მთელი ტირაჟის გაქრობის მცდელობა?


ჩვენ ამ ყველაფერს ვუკავშირებთ სანდრა რულოვსისა და „ნაციონალური მოძრაობის" მამხილებელ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომლებიც „ასავალ-დასავალის" ახალ ნომერშია გამოქვეყნებული და სპეციალურ დანართს „ნაციზმის ანატომია", რომელიც მრავალრიცხოვანმა მკითხველმა ჩვენი გაზეთის დღევანდელ ნომერთან ერთად მიიღო.


მივმართავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებისთვის სიმართლის მიტანას ხელი შეუშალონ. ვინც არ უნდა იყოთ, არაფერი გამოგივათ, რადგან მე-19 საუკუნის მეთოდებით მოქმედებთ, დღეს კი 21-ე საუკუნეა და ხალხისათვის მართალი სიტყვის დახშობის ყოველგვარი მცდელობა ჩანასახშივე განწირულია!



ჯაბა ხუბუა

„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner