logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ,,რუსთავი 2“-მა ჩემი ნათქვამი დაამახინჯა, ეს თაღლითობაა
- +

3 ოქტომბერი. 2016. 21:04



ყოფილი პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალალურ მედიასთან"  „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ მისი ნათქვამი „დაამახინჯა".


„ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს როგორ ესაუბრება და იმის შემდგომ მათი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ და მათი განცხადებები. ყველაფერი ფარსია, რა დღეში ყავდათ სასამართლო, ვისაც აგინებენ გასაგებია, გვარამია ვისაც ლანძღავს, აღარ ემორჩილებიან, მოსამართლეებმა თავი დააღწიეს მათგან და რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლება სიამაყით შეიძლება ვთქვათ, რომ არ ერევა სასამართლოს საქმეებში და არც ერთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა სასამართლოს საქმეებში არ ერევა. მოსამართლეებმა მოახერხეს ბევრმა და თავი დააღწიეს და ნახეთ ლანძღვა გვარამიასი.

 

ნახეთ, როგორ ესაუბრება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს, მარტო გონორი დაიჭირეთ და შემდეგ ბურჭულაძე გაიხსენეთ და მე მინდა შევახსენო ჩვენი ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს, ვინც ძალიან მძაფრ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ, როდესაც მიდიოდნენ „რუსთავი 2"-ის პროცესზე, პროცესი იყო რომ მარტო სასამართლო მიდიოდა, მეტი არაფერი და ორი დაზარალებული მესაკუთრე ედავებოდა საკუთრებას „რუსთავი 2"-ს და როგორ იცავდნენ „რუსთავი 2"-ს, როგორ თავისუფალი სიტყვის ეტალონს და ჭეშმარიტების ბოლო საფეხურს, როგორც იცავდნენ, მოცეკვავეები მიდიოდნენ იქ ძალიან ცნობილი, მწერლები თუ ხელოვნების სხვა მოღვაწეები.

 

გამოვიდნენ ეხლა... მარტო ეს, როგორ დაამახინჯეს რთული გასაგები არ არის, ჩემი ნათქვამი, ამას ჰქვია თაღლითობა, ამაზე ჩვეულებრივ შემთხვევაში სასამართლოზე მუხლიც კია, მაგრამ ჟურნალისტებს ხომ არ გამოვეკიდები, მაგრამ ამ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, ძალიან გულდამწვარი ჟურნალისტი, ზოგიერთი პოლიტიკოსიც კი რომ მიდიოდნენ და ამას მოიხსენებდნენ თავისუფალი და ყველაზე ძლიერი მედიის სახედ, უნდა იყოს ესეთი მედიაც, მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ უნდა მოხერხდეს ქვეყანაში, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას",- განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner