logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ ბოლომდე აჩვენებენ საკუთარ სახეს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 21:05


 

„წარმოიდგინეთ, რომ "რუსთავი 2" ატარებს ეგზიტპოლებს. თანაც გამოდის მათი უკრაინაში გაქცეული ლიდერი და ამბობს, რომ... უკრაინელია, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. როგორ უკუღმა აქვთ ამ საცოდავებს ყველაფერი დაყენებული და კიდევ შედეგებს ელოდებიან",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" განაცხდა.


როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა და „ნაციონალური მოძრაობამ" რელუარი სახე აჩვენეს.


„მელამ თავის კუდი დამიწმოწმაო, ამას ჰგავს ეს. "რუსთავი 2"-მა თქვა და პოლიტიკოსებმაც დაიმოწმეს. საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახერხებენ ბოლომდე, რაც ჩვენი ამომრჩევლისთვის ძალიან კარგია. გაუიოლდებათ არჩევანი გაკეთება. საბოლოოდ აჩვენებენ საკუთარ სახეს და ეს კარგია.

 

კადაფიზაციით გვემუქრებინ, რევოლუციით, რისი რესურსიც არ ავქთ. არ გამოვრიცხავ, რომ ბოლო ერთ კვირაში შეიცვალოს სიტუაცია ხმების მიხედვით. ვეღარ მალავენ საკუთარ თავს. რეალობა ასეთია, რომ უარყოფით ძალაა. მთელი ცხოვრება აკტყუებდნენ საკუთარ საზოგადოებას. როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი საზოგადეობა, რომ ასე მოექცნენ? ისევ იმ ამომრჩეველთან, ვინც შემორჩა "ნაციონალურ მოძრაობას", თუ გვისმენენ და რამე ესმით, რამის გაგონება უნდათ, ხომ აღარ უნდათ ამას დიდი ანალიზი? შეუძლიათ აიღონ ჩემი ნათქვამი, იქ არ არის არანაირი გადაცდომა, რთული წინადადება, ნახონ, "რუსთავი 2" ამას როგორ ამახინჯებს. და რაც მთავარია, მათი გაქცეული ლიდერი საკუთარი შტაბიდან სასწრაფოდ ახმოვანებენ, რომ ივანიშვილმა 30%-ო. აი, თურმე რაში სჭირდებოდათ. 26%, რომელიც მათ გააყალბეს და იცრუეს, ასეთი სიცრუით უნდოდათ გამარტლება.

 

წარმოიდგინეთ, რომ "რუსთავი 2" ატარებს ეგზიტპოლებს. თანაც გამოდის მათი უკრაინაში გაქცეული ლიდერი და ამბობს, რომ... უკრაინელია, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. როგორ უკუღმა აქვთ ამ საცოდავებს ყველაფერი დაყენებული და კიდევ შედეგებს ელოდებიან. მანაც გაიმეორა ეს სიცრუე. მოკლედ ესაა, საკუთარ სახეს აჩვენებენ. ძალიან ცუდ დღეში არიან. აგონიაში არიან",- განაცხადა ივანიშვილმა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner