logo_geo
eng_logo
ირაკლი ქომეთიანი: ქვეყანაში დესტაბილიზაციის ინიციატორი არის მიხეილ სააკაშვილი!
- +

3 ოქტომბერი. 2016. 21:15



 „თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ირაკლი ქომეთიანი კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ტელეკომპანია „იმედს" ესაუბრა.  


„მე და ჩემი მეგობარი ბესიკ კალაძე 4 დღის წინ ვიმყოფებოდით უკრაინაში, სადაც შევხვდით მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი შეკითხვა იყო - რა გეგმები ჰქონდა „თავისუფალ ზონას", რას მოიმოქმედებდა არჩევნების პერიოდში. ამ დროს ჩვენ გავიგეთ, რომ იგეგმებოდა დესტაბილიზაცია და ამის ინიციატორი არის მიხეილ სააკაშვილი. დესტაბილიზაცია უნდა მომხდარიყო 2 რესურსის გამოყენებით - ეს არის „თავისუფალი ზონა" და „საქართველოს ერთგულების სახელით". მათი მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო ძალოვანი სტრუქტურის ბლოკირება. ხელოვნურად შეიქმნებოდა არეულობა, იქნებოდა ბარიკადები და ა.შ.", - განაცხადა ქომეთიანმა.


მისი ინფორმაციით, იგეგმებოდა შს სამინისტროს, მთავრობის ადმინიტრაციისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირება. ქომეთიანის თქმითვე, ამ საკითხში ფიგურირებდა ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან იღებს დავალებებს.


ყოფილი ზონელი ამბობს, რომ დესტაბილიზაციის შესახებ ინფორმირებული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები.


„მათ იციან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები აქვს წაგებული. ეს თავად მიხეილ სააკაშვილმაც კარგად იცის. სწორედ ამიტომ იყენებდა ამ გეგმას, რომ ხელოვნურად შეექმნა ქვეყანაში არეულობა", - განაცხადა ქომეთიანმა.

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner