logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ქვეყანას ადრეც ვეხმარებოდი, ახლაც ვეხმარები და დავეხმარები, როცა დასჭირდება!
- +

3 ოქტომბერი. 2016. 21:32


 

„ვეხმარებოდი საქართველოს და ხელისუფლებას, ჩემი ფულით ვაფინანსებდი. ოღონდ, ამის შესახებ არც ხელისუფლებამ იცოდა და არც საზოგადოებამ",- ამის შესახებ ყოფილმა პრემირ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მას მიხეილ სააკაშვილისთვის პირადად ფული არასდროს მიუცია.


„თუ გადავზომავთ და პროპორციებს შევადარებთ, პირველი სამი წელი ყველაზე მეტს „ნაციონალურ მოძრაობას" ვეხმარებოდი. ვეხმარებოდი პირდაპირი მნიშვნელობით არა, ვერც გამიბედავდა სააკაშვილი და მისთვის პირადად ფული არასდროს მიმიცია. ვეხმარებოდი საქართველოს და ხელისუფლებას, ჩემი ფულით ვაფინანსებდი. ოღონდ, ამის შესახებ არც ხელისუფლებამ იცოდა და არც საზოგადოებამ. აი, ის ნათელაშვილი გადმოხტა და ეს არის საქართველოს მტერიო. ასეთი სათაურით გამოდიოდა ერთ-ერთი გაზეთი. იმიტომ, რომ სკოლების რემონტში და სხვა რაღაცებში მივიღე მონაწილეობა. აი, მთავრობას რომ ეხმარება, "ნაციონალურ მოძრაობას" რომ ემხარება იმიტომ არის საზიზღარიო. დღეს ერთ სიტყვას ვეღარ ამბობს "ნაციონალურ მოძრაობაზე", უკვე წევრია. მე ვეხმარებოდი ქვეყანას ადრეც, ვეხმარები ახლაც და დავეხმარები, როცა დასჭირდება",- განაცხადა ივანიშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner