logo_geo
eng_logo
„არჩევნები გაყალბდა“ - ამ სლოგანით უნდა გამოვსულიყავით ქუჩაში და მოგვეწყო დესტაბილიზაცია“
- +

3 ოქტომბერი. 2016. 21:38



რა დავალებები მისცა „ზონელებს" მიხეილ სააკაშვილმა კიევში - საქართველოს ექს-პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე „თავისუფალი ზონის" უკვე ყოფილი წევრი ბესიკ კალაძე საუბრობს: 


„მიშამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები აქვს წაგებული. მისი გეგმა იყო ასეთი, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა - ამ სლოგანით უნდა გამოვსულიყავით ქუჩაში, მოგვეწყო დესტაბილიზაცია, არეულობა", - განაცხადა კალაძემ.


მისი თქმით, ეს დავალება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდა და არეულობის მოწყობის ინიციატორიც სწორედ ყოფილი პრეზიდენტი იყო.


„მიშამ თქვა, რომ ხალხი სჭირდებოდა არჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციისთვის, შენობების ბლოკირებისთვის და ა.შ.", - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner