რა დავალებები მისცა „ზონელებს" მიხეილ სააკაშვილმა კიევში - საქართველოს ექს-პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე „თავისუფალი ზონის" უკვე ყოფილი წევრი ბესიკ კალაძე საუბრობს:
„მიშამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები აქვს წაგებული. მისი გეგმა იყო ასეთი, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა - ამ სლოგანით უნდა გამოვსულიყავით ქუჩაში, მოგვეწყო დესტაბილიზაცია, არეულობა", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ეს დავალება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდა და არეულობის მოწყობის ინიციატორიც სწორედ ყოფილი პრეზიდენტი იყო.
„მიშამ თქვა, რომ ხალხი სჭირდებოდა არჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციისთვის, შენობების ბლოკირებისთვის და ა.შ.", - განაცხადა კალაძემ.