„მძიმე მდგომარეობაშია ნაციონალური მოძრაობა" და ამას ადასტურებს ნიკა გვარამიას დღევანდელი აჭრილი ბრიფინგი", - ამის შესახებ "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ნიკა გვარამია არის "ნაცმოძრაობის" მიერ დასმული გენპროკურორი ტელევიზიაში".
„თქვენ მისვამთ კითხვას, რატომ ვსაუბრობთ ეგზიტპოლებზე ამდენს? ეს არის თქვენი რევოლუციური გეგმის ნაწილი. მძიმე მდგომარეობაშია "ნაციონალური მოძრაობა" და ამას ადასტურებს ნიკა გვარამიას დღევანდელი აჭრილი ბრიფინგი. ყველამ ვიცით, რომ "რუსთავი 2" პარტიული ტელევიზიაა. გვარამია არის "ნაცმოძრაობის" მიერ დასმული გენპროკურორი ტელევიზიაში. საზოგადოება იქნება უბედნიერესი, როცა ნახავს, რომ ერთნიშნა მაჩვენებლით წააგებს "ნაცმოძრაობა" ამ არჩევნებს. ეს იქნება ზეიმი თბილისის და ქვეყნის ქუჩებში. საზოგადოება უბედნიერესი იქნება 9 ოქტომბერს, ამაზე პასუხს ვაგებ თქვენს წინაშე!" , - განაცხადა კობახიძემ.