logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს: ნიკა გვარამიას ხელს ნუ აფარებთ!
- +

3 ოქტომბერი. 2016. 22:07


 

„ეგზიტპოლები თქვენი რევოლუზიური სცენარის შემადგენელი ნაწილია!", - ამის შესახებ  "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიმდევრები არიან ნიკა გვარამია, ნინო დანელია და სხვები..."


„ძალიან ძნელია ტელესივრციდან ამდენი ტყუილის მოსმენა. ნინო დანელიამ თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ "იმედზე" აქვს ნაყიდი დრო. ტყუილი თქვა მან. ჩვენ თანაბრად ვიყიდეთ ყველა სატელევიზიო სივრცეში დრო. კიდევ ერთი ტყუილი თქვა ნიკა გვარამიამ, თითქოს მე ვსაუბრობდი მტკიცებულებებზე, რომელიც დაკავშირებული იყო სოციოლოგიური კვლევების გაყალბებასთან. მე ასე არასდროს მიხსენებია ამ კუთხით სოციოლოგიური კვლევები. მე ვსაუბრობდი ინტერაქტივებზე და ჩემს ამ განცხადებას ვერანაირი კავშირი ექნებოდა იმ განცხადებასთან. ეს არის ის სტილი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდრა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პირადად მიხეილ სააკაშვილმა. მიმდევრები არიან ნიკა გვარამია, ნინო დანელია და სხვები... 8 ოქტომბერს ამომრჩეველი ამას დაასრულებს.

 

მქონდა ტკიცებულებები ინტერაქტივების გაყალბებასთან დაკავშირებით. ნუ აფარებთ ხელს ნიკა გვარამიას, რომელმაც თქვა ტყუილი. თქვა თუ არა ტყუილი, როცა თქვა, რომ გვქონდა მტკიცებულებები სოციოლოგიურ კვლევის გაყალბებასთან დაკავშირებით? პასუხს ველოდები თქვენგან", - მიმართა კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს პაატა იაკობაშვილს.


„მე ნიკა გვარამიას სიტყვები ან რატომ უნდა დავადასტურო, ან რატომ უნდა უარვყო?'‘, - მიმართა პაატა იაკობაშვილმა კობახიძეს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner