logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძეს ეკამათეთ, რომლის დღეებიც დათვლილია ქართულ პოლიტიკაში!
- +

3 ოქტომბერი. 2016. 22:08

 

 

„ხმამაღლა მინდა გითხრათ, დადიან "ნაცმოძრაობის" ლიდერები სხვადასხვა ორგანიზაციებში, მათი სურვილია მხოლოდ მათი პარტიული ეგზიტპოლი არსებობდეს, ყველას ამაზე ესაუბრებიან", - ამის შესახებ "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა და ჟურნალისტ პაატა იაკობაშვილს მიმართა, რომ გაყალბება ისევე „არ გაუვათ", როგორც რევოლუციის გეგმა.

 

„GFK-ს უკვე აქვს გაყალბების გამოცდილება. ეს სიყალბე არ გაგივათ, ისევე როგორც არ გაგივათ რევოლუციური გეგმა. თქვენ ეკამათეთ გიორგი ბარამიძეს, თქვენთან კამათი არ არის ჩემი საქმე. გიორგი ბარამიძეს, რომლის დღეები დათვლილია ქართულ პოლიტიკაში", - მიმართა ირაკლი კობახიძემ პაატა იაკობაშვილს.

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner