logo_geo
eng_logo
თურქეთმა საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა
- +

3 ოქტომბერი. 2016. 23:15

 

 

სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერდორანმა სამთავრობო სხდომაზე მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს ოფიციალური ანკარა რამდენიმე კვირაა განიხილავს. საბოლოოდ, რეკომენდაციით მინისტრთა კაბინეტს თურქეთის უშიშროების საბჭომ მიმართა.


მიმდინარე წლის 16 ივლისის ღამეს, სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქვეყნის თითქმის ყველა დაწესებულებაში და განსაკუთრებით, ძალოვან უწყებებში მასშტაბური წმენდა ჩატარდა. სამსახურებიდან დაითხოვეს ასობით საჯარო მოხელე. ამბოხის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის გამოძიება 70 000-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner